logo_geo
eng_logo
ლუჩანო სპალეტი: კვარა ფანტასტიკურია, შეუძლია ის, რაც სხვებს უჭირთ, მაგრამ თამაშის დროს დავუყვირე
- +

2 ოქტომბერი. 2022. 01:34

 

 

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ „ტორინოსთან“ მოგებული (3:1) მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რამდენიმეჯერ ახსენა ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მეტოქის კარში მესამე გოლი გაიტანა.

 

„ეს მოგება იმის ნიშანია, რომ ჩვენ თავიდანვე სწორად წარვმართეთ თამაში, გამოვიყენეთ ის თვისებები, რომლითაც „ტორინოზე“ უპირატესობის მოპოვება შეგვეძლო. პირველი ტაიმის ბოლოს კი არ დავიღალეთ, გარკვეული პრობლემები გაგვიჩნდა, თანაც ძლიერი მეტოქე გვყავდა.

 

კვარა არის ფეხბურთელი, რომელზეც ფსონი შეიძლება დადო. მას შეუძლია მცველზე მარტო წასვლა და მომენტის შექმნა, რადგან ეს სრულყოფილად გამოსდის. ეს წარმოუდგენელად კარგი თვისებაა. ხვიჩამ დღეს ორი დრიბლინგი გააკეთა, ბოლოს კი ჟელინსკის ძალიან კარგი პასი მისცა.

 

კვარა ამას იოლად აკეთებს, როდესაც სხვებს საამისოდ დიდი შრომა სჭირდებათ. სხვებმაც მეტი უნდა იმუშაონ, რომ იგივე გააკეთონ. ხვიჩა ფანტასტიკური მოთამაშეა, მაგრამ თუ ჩვენ არ შეგვიძლია შეტევა, როგორ აკეთებს ამას? ის უნდა შეუშვა შეტევის ხაზზე.

 

რატომ ვუყვირე კვარაცხელიას რამდენიმეჯერ? პოლიტანომ რამდენიმე სპრინტი გააკეთა, როგორც კვარაცხელიამ. ეს არის ის, რაც ჩვენს მნიშვნელოვან მომენტებში უპირატესობას გვიქმნის. კვარას ვთხოვე, ცენტრისკენ გაწეულიყო, რადგან „ტორინო“ გვიტევდა და ამ დროს კონტრშეტევის და კარში დარტყმის მეტი შანსი გაჩნდა, ხვიჩას კი კარგი დარტყმები აქვს. სადაც მეტოქის დაცვაში პრობლემებია, იქით უნდა წახვიდე“, – განაცხადა ლუჩიანო სპალეტიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner