logo_geo
eng_logo
უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა ომში, შესაძლოა, პატიმრები გაგზავნოს
- +

2 ოქტომბერი. 2022. 01:49

 

 

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ წარადგინა კანონპროექტი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს  მსჯავრდადებულებისთვის, სასჯელის მოხდას საომარ მოქმედებებში - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა.

 

„ომში პატიმრების ჩართვის ლეგალიზაციის გამო არსებული ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს განსახილველად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს მსჯავრდადებულთა სასჯელის მოხდას საომარი მოქმედებების არეალში“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

გენშტაბის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალები კვლავ განიცდიან დანაკარგებს ცოცხალი ძალით, იარაღით და სამხედრო ტექნიკით.

 

„ლუგანსკის ოლქის ზოლოტის რაიონში მტრის ობიექტის ხანძრის შედეგად მტერმა დაკარგა 60-მდე სამხედრო, არიან დაჭრილები, ასევე დაკარგეს ოთხი ერთეული სამხედრო ტექნიკა“, - ნათქვამია მოხსენებაში.

 

გენერალური შტაბი აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა საგულდაგულოდ ცდილობს დამალოს ამ ომში პერსონალის დანაკარგები და, ასევე, აგრძელებს ცოცხალი ძალის დანაკარგების შევსების გზების ძიებას.

 

უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე კი რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება უხეშად არღვევს ომის წესებს და ადამიანის უფლებებს.

 

„გააძლიერეს ზომები სამხედრო სავალდებულო ასაკის მამრობითი სქესის მოსახლეობის იძულებითი მობილიზაციისთვის რუსული სამხედრო ნაწილების დანაკარგების შესავსებად. მობილიზაციის მიზნით და ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის ჩასახშობად, ქალაქ ბერდიანსკსა და მელიტოპოლში რუსეთის გვარდიის დამატებითი ნაწილები ჩავიდნენ“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner