გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, ნაძალადევში ერთი ადამიანი დანით დაჭრეს.
თვითმხილველის ინფორმაციით, ახალგაზრდა დანითაა დაჭრილი და მძიმე მდგომარეობით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არსებული ცნობით, დაჭრას წინ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება უძღოდა.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.