არჩილ თალაკვაძე პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის ორგანიზაციის დამფუძნებლებსა და წევრებს შეხვდა.
დისკუსია ადამიანის უფლებების სფეროს, მაკროეკონომიკური სტაბილურობის მაჩვენებლებს, ჯანდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებს, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, ოზურგეთში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმას შეეხო.
„თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც ხელისუფლებასთან ერთად არაერთი გამარჯვება მოიპოვეთ და ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთეთ. მე ვიქნები თქვენს გვერდით და გპირდებით, რომ ვიქნები შედეგზე ორიენტირებული", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
დეპუტატობის კანდიდატმა ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. მან განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას" პრემიერ-მინისტრის სახით ჰყავს ძლიერი ლიდერი და განახლებული გუნდი, რომელიც მომავალში კიდევ უფრო სწრაფ განვითარებას უზრუნველყოფს. შეხვედრას ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით დარჩიაც ესწრებოდა.