logo_geo
eng_logo
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა
- +

2 ოქტომბერი. 2022. 17:47

 

 

საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 სექტემბერს, თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ბრალდებულმა ურთიერთ შელაპარაკების დროს, დანით  სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა დაზარალებულს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. 

 

 სამართალდამცველებმა ბრალდებული 1 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner