პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გამსახურდიას პოლონეთის პოლიციის წინაშე დამსახურებისთვის ოქროს მედალი გადასცა, - ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.
„მადლობასთან ერთად მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ეს არ არის პირადად ჩემთვის გადმოცემული ჯილდო, ეს არის ქვეყნისთვის გადმოცემული ჯილდო. ეს არის ის რეალობა, რასაც ჩვენ, ქართული სახელმწიფო დაწესებულებები ვეწევით. ეს გიორგი გამსახურდიას ჯილდო არ არის, ეს არის ჩვენი ქვეყნის ჯილდო. ჩემთვის პირადად ეს უდიდესი პატივია, მაგრამ მე მინდა, რომ ეს კიდევ ერთხელ დავაკონკრეტო - ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ