გიორგი გამსახურდიამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 10-წლიანი პერიოდი შეაფასა. ამ თემაზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„თუ რამე შეიძლება გამოვიტანოთ მთავარი აი ამ 10 წლის განმავლობაში, ეს არის მშვიდობა და განვითარება. სამოქალაქო მშვიდობა არის ფაქტი. ეს 10 წელი არის მშვიდობა, ეს 10 წელი არის განვითარება, ეს 10 წელი არის ეკონომიკური სტაბილურობა“, - განაცხადა გამსახურდიამ.