logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: „გაზპრომთან“ ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება
- +

9 მარტი. 2016. 13:03


ენერგეტიკის მინისტრის კახა ალაძემ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ „გაზპრომთან" ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება.



ხელშეკრულება გაზპრომთან" გაფორმებული არ არის, თუმცა, ვფიქრობ, უახლოეს დღეებში გაფორმდება. ჩვენი წინადადება გაჟღერებულია უკვე და გადავუგზავნეთ კიდეც ხელშეკრულების შინაარსი. შეთანხმება სიტყვიერად მიღწეულია ანუ ჩვენ ვრჩებით მავე პოზიციაზე, რაც ბოლო წლების განმავლობაში იყო - მივიღებთ ბუნებრივ აირს 10% ნედლეულის სახით", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.



ვიცე-პრემიერმა „სოკართან" მიღწეულ შეთანხმებაზეც ისაუბრა და მას „მნიშვნელოვანი" უწოდა.



ბოლო თვეების განმავლობაში გაზმომარაგება იყო ძალიან აქტუალური თემა. ენერგეტიკის სამინისტრო რამდენიმე ფრონტზე ახორციელებდა მოლაპარაკებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მომხდარიყო ქვეყნის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა და ის მოთხოვნა, რაც დღეს საქართველოშია, ყოფილიყო დაკმაყოფილებული. წინა კვირას მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმების გაფორმება კომპანია სოკართან" და ეს არის მისასალმებელი. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა თანამშრომელს, განსაკუთრებით მარიამ ვალიშვილს, რომელიც ჩართული იყო ამ მოლაპარაკებებში. ეს არ იყო მარტივი მოლაპარაკებები, ეს იყო მრავალთვიანი პროცესი. მთავარი და მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ მივაღწიეთ საბოლოო შედეგს, რომელიც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის არის მნიშვნელოვანი.

ჩვენ არ ვართ დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ ერთ მომწოდებელზე. მე არაერთხელ განვაცხადე და კიდევ გავიმეორებ, რომ აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ბუნებრივი აირის 90 %- გვაწვდის აზერბაიჯანი. დამატებითი მოცულობების მოწოდებას ტექნიკურად ვერ უზრუნველყოფდა .. ყაზახის მილსადენი, რომელიც არის კომპანია სოკარის" საკუთრება. დღეს, ერთობლივი მუშაობით, ეს პრობლემა არის გადაჭრილი და ჩვენ მომავალი წლების განმავლობაში გვექნება შესაძლებლობა მივიღოთ ბუნებრივი აირი შაჰდენიზის" მილსადენიდან. არაერთი შეხვედრა გაიმართა იმასთან დაკავშირებით, რომ მომხდარიყო ამ მილსადენში დამატებითი მოცულობების გატარება. ამ მილსადენს ფლობს კონსორციუმი, რომელშიც სხვადასხვა საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანიაა გაწევრიანებული. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო სოკარს" იმ დიდი ძალისხმევისთვის, რომ მომავალი წლების განმავლობაში საქართველოს უზრუნველყოფა მომხდარიყო ბუნებრივი აირით. კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო - ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ბუნებრივი აირი მივიღოთ სოკარის" მილსადენით, შაჰდენიზის" მილსადენით და ასევე ტრანზიტით, რასაც რუსეთი აწვდის სომხეთს და ჩვენ 10%- ვიღებთ", - განაცხადა კალაძემ.



ენერგეტიკის მინისტრმა ასევე წარმოადგინა ბუნებრივი აირის მოხმარების სტრუქტურა 2012 წლიდან დღემდე.



2012 წელს ქვეყანაში ბუნებრივი აირის მოხმარება იყო 1 969 მილიონი, დღეს კი გვაქვს 2 478 მილიონი კუბური მეტრი გაზის მოხმარება. კომერციული აქედან არის დაახლოებით 1 076 მილიონი, მოსახლეობა მოიხმარს 753 მლნ კუბურ მეტრს, თბოელექტროსადგურები კი - 650 მილიონ კუბურ მეტრს", - განაცხადა კახა კალაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner