logo_geo
eng_logo
იოსებ მაკრახიძე: ჩვენ ერთად დავიწყებთ ჩვენი ქალაქის უკეთესი ცხოვრების შექნას
- +

24 აგვისტო. 2016. 11:56



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა იოსებ მაკრახიძემ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.



მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქ.გორში, ვერხვების დასახლებაში, მელიქიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. მოსახლეობასთან შეხვედრისას დეპუტატობის კანდიდატმა ქალაქის განვითარების გეგმაზე ისაუბრა.



შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. ადგილობრივებმა მაჟორიტარ კანდიდატთან არსებული პრობლემების მოგვარების გზებზეც ისაუბრეს.



„დღეიდან მე ჩემი ქალაქის თითოეულ უბანში მივალ და თითოეული გორელის პრობლემას გავეცნობი. 8 ოქტომბრიდან ჩვენ ერთად დავიწყებთ ჩვენი ქალაქის უკეთესი ცხოვრების შექნას. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩემი ქალაქის განვითარება, რადგან მე ამ ქალაქში დავიბადე. მე ვიქნები გარანტი ახალი ქალაქისა და უკეთესი მომავლის შენების", - განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა იოსებ მაკრახიძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner