logo_geo
eng_logo
ანდრია გვიდიანი გიორგი ვაშაძეზე: საპასპორტოს ქსეროქსზე აღმოცენებული გაბღენძილი ლაყე კვერცხი, საერთოდ ვინმეს აინტერესებს ამ ელემენტის აზრი?
- +

3 ოქტომბერი. 2022. 14:19

 

 

ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად ვაშაძემ აღნიშნა, რომ „ირაკლი კობახიძე არსაიდან გაჩნდა“. ვაშაძის თქმით, „ასე მუშაობენ სპეცსამსახურები: ადამიანი, რომელიც იყო არავინ, გახდა ჯერ აღმასრულებელი მდივანი, შემდეგ კი პარტიის თავმჯდომარე!“

 

როგორც გვიდიანი წერს, ორი კვირის ჩამოსულ, ნიგერიელ რიჩარდ ოგბუნუჯუსთან თბილისში არჩევნებს რომ წააგებს კაცი და მერე ისევ სერიოზულად გააგრძელებს პოლიტიკოსობანას თამაშს, რა მასშტაბის უტიფრობაა წარმოგიდგენიათ?

 

„აი, ეს საპასპორტოს ქსეროქსზე აღმოცენებული გაბღენძილი ლაყე კვერცხი ამდენს საერთოდ რატომ ლაპარაკობს, ხომ არ იცით ვინმემ? ან საერთოდ ვინმეს აინტერესებს ამ ელემენტის აზრი? ორი კვირის ჩამოსულ, ნიგერიელ რიჩარდ ოგბუნუჯუსთან თბილისში არჩევნებს რომ წააგებს კაცი და მერე ისევ სერიოზულად გააგრძელებს პოლიტიკოსობანას თამაშს, რა მასშტაბის უტიფრობაა, წარმოგიდგენიათ?“ - წერს გვიდიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner