logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი გიორგი ვაშაძეზე: დაუსჯელობის სინდრომი ციხეში აბლატავებს „პეტუხებს“, პოლიტიკაში - ურეიტინგო „იმპოტენტებს“
- +

3 ოქტომბერი. 2022. 14:20

 

 

„პატარა დაუსჯელობა გადადის დაუსჯელობის მდინარეში და გვირგვინდება დაუსჯელობის Выдаюшийся ჩანჩქერით - რომლის შეჩერება უკვე ჭირს. ვაშაძისნაირების სიუხვე კი ქმნის ჩანჩქერთა კასკადს, როგორც იმის თვალნათელი მაგალითი, რომ ყოველი დანაშაულის ჩადენა არ უნდა მიიყვანო ხანდაზმულობის გასვლის ზღვრამდე. პატიება „მოსულა“ მხოლოდ იმასთან მიმართებაში, ვისაც ამის სწორად აღქმის უნარი და მადლიერების გრძნობა გააჩნია. Выдающийся კრიმინალი ვაშაძე ამ კატეგორიას არ განეკუთვნება!“ - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის მიერ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შესახებ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად ვაშაძემ აღნიშნა, რომ „ირაკლი კობახიძე არსაიდან გაჩნდა. ვაშაძის თქმით, ასე მუშაობენ სპეცსამსახურები: ადამიანი, რომელიც იყო არავინ, გახდა ჯერ აღმასრულებელი მდივანი, შემდეგ კი პარტიის თავმჯდომარე!“

 

„დაუსჯელობის სინდრომი ციხეში აბლატავებს „პეტუხებს“, პოლიტიკაში - ურეიტინგო „იმპოტენტებს“, ხოლო ძაღლების გარეშე დარჩენილ სივრცეებს - ავსებს კატების ყეფით. ეს ე.წ. Выдающийся (რუსული ვიკიპედიის თანახმად) კრიმინალი ჯერ ვანო მერაბიშვილისთვის - ვინმე „მაისურაძის“ გვარზე დაბეჭდილი ყალბი პასპორტის მუხლით უნდა დაეჭირათ, მერე თუნდაც იმ 11 000 ყალბი პირადობის მოწმობის საქმეზე (რომლებიც ზუგდიდის „კომბინატის“ დასახლების ერთ-ერთ სარდაფში აღმოვაჩინეთ) - ბრალი უნდა დამძიმებულიყო და იმ უცნაური ამბისთვისაც პასუხი უნდა ეგო - ათასობით თბილისელმა 2013-14 წ.წ. ზამთარში სულადობის მიხედვით გასამმაგებული კომუნალურები რომ იხადეს, საკუთარ ბინაში „ჩაწერილი“ უცხო ტომის წარმომადგენელთა (ინდუსები, პაკისტანელები) გამო. პატარა დაუსჯელობა გადადის დაუსჯელობის მდინარეში და გვირგვინდება დაუსჯელობის Выдаюшийся ჩანჩქერით - რომლის შეჩერება უკვე ჭირს. ვაშაძისნაირების სიუხვე კი ქმნის ჩანჩქერთა კასკადს, როგორც იმის თვალნათელი მაგალითი, რომ ყოველი დანაშაულის ჩადენა არ უნდა მიიყვანო ხანდაზმულობის გასვლის ზღვრამდე. პატიება „მოსულა“ მხოლოდ იმასთან მიმართებაში, ვისაც ამის სწორად აღქმის უნარი და მადლიერების გრძნობა გააჩნია. Выдающийся კრიმინალი ვაშაძე ამ კატეგორიას არ განეკუთვნება!“ - წერს ქართველიშვილი ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner