logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე გიორგი ვაშაძეზე: მიშამ და ადეიშვილმა გამოძერწეს სპეციალური პლასტელინისგან და დასვეს, დნება ახლა ეს პლასტელინი და კრუნჩხვებშია
- +

3 ოქტომბერი. 2022. 15:49

 

 

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად ვაშაძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შესახებ განაცხადა, რომ „ირაკლი კობახიძე არსაიდან გაჩნდა“. ვაშაძის თქმით, „ასე მუშაობენ სპეცსამსახურები: ადამიანი, რომელიც იყო არავინ, გახდა ჯერ აღმასრულებელი მდივანი, შემდეგ კი პარტიის თავმჯდომარე!“

 

ზაალ ანჯაფარიძე გიორგი ვაშაძეს მიხეილ სააკაშვილისა და მერაბ ადეიშვილისგან სპეციალური პლასტელინით გამოძერწილს უწოდებს:

 

„ხომ არ იცით, საიდან მოვიდა და გაჩნდა სივრცეში ჭიჭე ვაშაძე? მიშამ და ადეიშვილმა გამოძერწეს სპეციალური პლასტელინისგან და დასვეს. დნება ახლა ეს პლასტელინი და ჭინთვა-კრუნჩხვებშია“, - წერს ანჯაფარიძე ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner