logo_geo
eng_logo
მაია ბითაძე ვესტმინსტერის ფონდის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეს, რიჩარდ გრეჰემს შეხვდა
- +

3 ოქტომბერი. 2022. 17:01

 

 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე ვესტმინსტერის ფონდის (WFD) მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეს, რიჩარდ გრეჰემს შეხვდა.

 

მხარეებმა, კლიმატის ცვლილების კანონის შემუშავების პროცესზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 

„ამ კანონპროექტისგან ველოდებით პასუხისმგებლობის მატებას და დამოკიდებულების შეცვლას კლიმატის და ზოგადად, გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ამ პროცესში ჩართული იყოს როგორც მთავრობის, ასევე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, რადგან სწორედ კონსოლიდირებული მუშაობის შედეგად მივაღწევთ იმ მიზანს რომ საზოგადოებამ და ასევე, ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებმა კლიმატის ცვლილების მნიშვნელობა სრულად აღიქვან“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

 

შეხვედრისას მხარეებმა, ასევე ისაუბრეს განახლებადი ენერგიის მნიშვნელობაზე.

 

დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, შეხვედრა ბრიტანეთში კლიმატის ცვლილების კანონპროექტზე მომუშავე ექსპერტებთან და მთავრობის წევრებთან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner