ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, სერგეი რიაბოკონი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. რუს დიპლომატს ქვეყნის დასატოვებლად 5 დღე მიეცა.
„ლიეტუვამ ეს გადაწყვეტილება მიიღო იმის გამო, რომ კომპეტენტური ორგანოების ინფორმაციით, რიაბოკონის ბოლო ქმედებები და განცხადებები შეუთავსებელია მის დიპლომატიურ სტატუსთან, შეიძლება ჩაითვალოს მასპინძელი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევად და შესაბამისად, დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დარღვევას წარმოადგენს“, - განმარტეს ლიეტუვის საგარეო უწყებაში.