logo_geo
eng_logo
საფრანგეთის პრემიერი: საფრანგეთს სურს, რუსეთისთვის ომის საფასური გაუსაძლისი გახადოს
- +

4 ოქტომბერი. 2022. 00:13

 

 

საფრანგეთს სურს, რუსეთისთვის ომის საფასური გაუსაძლისი გახადოს, - განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ელისაბედ ბორნმა.

 

„ჩვენი მიზანი თავიდანვე იგივეა: რუსეთისთვის ომის საფასური გაუსაძლისი გავხადოთ, მის ეკონომიკას მძიმე დარტყმა მივაყენოთ, ომის დაფინანსებაში ხელი შევუშალოთ. ეს ომი რუსეთმა დაიწყო. სწორედ ის გვაიძულებს ვიმოქმედოთ“, - აღნიშნა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

„სანქციები გაგრძელდება მანამ, სანამ პუტინი განაგრძობს კონფლიქტსა და დაპირისპირებას. სანქციებზე უარის თქმა უკრაინის მიტოვება იქნება. ეს იქნება ჩვენი ღირებულებების დათმობა“, - განაცხადა ელისაბედ ბორნმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner