„საფრანგეთს სურს, რუსეთისთვის ომის საფასური გაუსაძლისი გახადოს“, - განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ელისაბედ ბორნმა.
„ჩვენი მიზანი თავიდანვე იგივეა: რუსეთისთვის ომის საფასური გაუსაძლისი გავხადოთ, მის ეკონომიკას მძიმე დარტყმა მივაყენოთ, ომის დაფინანსებაში ხელი შევუშალოთ. ეს ომი რუსეთმა დაიწყო. სწორედ ის გვაიძულებს ვიმოქმედოთ“, - აღნიშნა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.
„სანქციები გაგრძელდება მანამ, სანამ პუტინი განაგრძობს კონფლიქტსა და დაპირისპირებას. სანქციებზე უარის თქმა უკრაინის მიტოვება იქნება. ეს იქნება ჩვენი ღირებულებების დათმობა“, - განაცხადა ელისაბედ ბორნმა.