logo_geo
eng_logo
ვოლოდინი: ქვეყნები, რომლებიც უკრაინას იარაღს აწვდიან, რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში არიან
- +

4 ოქტომბერი. 2022. 00:35

 

 

რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი აცხადებს, რომ ის ქვეყნები, რომლებიც უკრაინას იარაღს აწვდიან, რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში არიან.

 

მისივე თქმით, რუსეთის მიერ ანექსირებული უკრაინის ოლქები მათი ნაწილია და ამ ტერიტორიებს რუსეთი არ დათმობს.

 

„ახლა მნიშვნელოვანია, რომ ის ქვეყნები, რომლებიც უკრაინას გადასცემს აღჭურვილობას, იარაღს, აგზავნის დაქირავებულებს, რუსეთს უპირისპირდებიან.

 

გათავისუფლებულ ტერიტორიებზე გადაწყვეტილება მიღებულია, ასე რომ, როდესაც ისინი განიხილავენ უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხს, მათ უნდა გააცნობიერონ, რომ უკვე ჩართულნი არიან რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტში“, - განაცხადა ვოლოდინმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner