logo_geo
eng_logo
პენტაგონის ოფიციალური პირი: უკრაინა ბრძოლის ველზე მიზნების მიღწევის გზაზეა
- +

4 ოქტომბერი. 2022. 00:57

 

 

უკრაინა, როგორც ჩანს, ბრძოლის ველზე რამდენიმე ძირითად მიზანს მიაღწევს, რადგან კიევი ზამთრის წინ რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო პოზიციის გაძლიერებას აპირებს“, - ამის შესახებ პენტაგონის მაღალჩინოსანმა სელესტ ვალანდერმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, უკრაინა ხერსონის, ხარკოვისა და დონეცკის ოლქებში წარმატების მიღწევის გზაზეა.

 

„უკრაინა, როგორც ჩანს, სამივე ოლქში მიზნის მიღწევის გზაზეა ახლა. უკრაინის მიზანია უკან დააბრუნოს რუსული ჯარი დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე. ეს იქნება ძირითადი დამარცხება რუსეთისთვის, რადგან ეს კიდევ უფრო უკუაგდებს რუსეთის ამბიციას აიღოს ოდესა, რაც ომში მათი ერთ-ერთი მიზანი იყო. 

 

გარდა ამისა, უკრაინის მიერ ლიმანის დაკავება მნიშვნელოვნად იმოქმედებს რუსეთის უნარზე, მოამარაგოს და გადაადგილოს ძალები კონფლიქტის წინა ხაზის გასწვრივ“, - განაცხადა ვალანდერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner