logo_geo
eng_logo
მასკი: ომის დასრულებისთვის უკრაინა ნეიტრალური უნდა გახდეს, ყირიმი კი რუსეთის შემადგენლობაში დარჩეს
- +

4 ოქტომბერი. 2022. 01:48

 

 

ამერიკელმა მილიარდერმა, SpaceX-ის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გეგმის შესახებ „ტვიტი“ გამოაქვეყნა.

 

მისი თქმით, ომის დასრულებისთვის უკრაინა ნეიტრალური უნდა გახდეს, ყირიმი კი რუსეთის შემადგენლობაში დარჩეს.

 

„უკრაინა-რუსეთის მშვიდობა:

 

უნდა განმეორდეს ანექსირებული ოლქების არჩევნები გაეროს ზედამხედველობით. რუსეთი წავა, თუ ეს ხალხის ნება იქნება.

 

ყირიმი ფორმალურად რუსეთის შემადგენლობაში რჩება, როგორც ეს იყო 1783 წლიდან (ხრუშჩოვის შეცდომამდე).

 

ყირიმის წყალმომარაგება უზრუნველყოფილი იქნება.

 

უკრაინა ნეიტრალური რჩება“, - აცხადებს მასკი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner