logo_geo
eng_logo
კადიროვი: იქნებ, საშინელ რამზან კადიროვზე ფილმის გადაღება მოუნდეთ ჰოლივუდში? მთავარი როლის სათამაშოდ მზად ვარ
- +

4 ოქტომბერი. 2022. 01:59

 

 

 

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ მასზე დაწესებული სანქციების რაოდენობით მალე გინესის რეკორდსმენი გახდება.

 

მისივე თქმით, თუ ჰოლივუდი კადიროვზე ფილმს გადაიღებს, მზადაა, რომ „მთავარ როლში ითამაშოს“.

 

„მეგობრებო, უახლესი სანქციების ფონზე გადავწყვიტე დათვლა, რამდენი სანქცია წამოაყენეს ჩემს წინააღმდეგ. რა მოხდება, თუ მე ვარ სანქციების მსოფლიო რეკორდსმენი და უნდა ვიყო გინესის რეკორდების წიგნის გარეკანზე?

 

2011 წლიდან, სულ მცირე 70 სანქცია დაწესდა ჩემს მიმართ, მათ შორის ჩემი ოჯახის წევრების, ჩემი ახლო თანამოაზრეების, ჩემი ქონების, ჩემი ცხენების და მათი მოგებიდან მიღებული შემოსავლის მიმართ.

 

ლუკაშენკოს და ბაშარ ალ-ასადი ასეთი რაოდენობის სანქციებით ვერ „ტრაბახობენ“. ჩრდილოეთ კორეის ლიდერსაც კი გავუსწარი.

 

უცხოელები უკვე 11 წელზე მეტია ცდილობენ ყველაფერს მომაშორონ, მაგრამ, როგორც ხედავთ, არაფერი გამოსდით, თუმცა დასავლეთის ასეთი უზარმაზარი შრომა არ უნდა დაიკარგოს. ჯერ რუსეთის რეკორდების წიგნს მივმართავ, ის ჩემთვის უფრო ახლო და ძვირფასია, შემდეგ კი, იმისთვის, რომ უცხოელმა პოლიტიკოსებმა იგრძნონ, რომ ტყუილად არ დამიწესეს სანქციები 11 წლის განმავლობაში, მე გინესის რეკორდების წიგნს შევუერთდები.

 

იქნებ, საშინელ რამზან კადიროვზე ფილმის გადაღება მოუნდეთ ჰოლივუდში? მთავარი როლის სათამაშოდ მზად ვარ“, - აცხადებს კადიროვი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner