თურქული სახელმწიფო სააგენტო Anadolu- ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის პოლიციის ანტიტერორისტული დანაყოფი სტამბოლში რეიდებს ატარებს. ოპერაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან"კავშირში ეჭვმიტანილი პირების დასაკავებლად ტარდება.
სპეცოპერაციაში მონაწილეობს ვერტმფრენი. დაკავებები მიმდინარეობს ქალაქის აზიურ ნაწილში, ფენდიკის რაიონში.