რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის პირველი არხის ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა ფედერალურ ძებნაში გამოაცხადა.
რუსეთის პირველი არხის უცხოეთის ამბების რეპორტიორი, რომელმაც ჯერ კიდევ ივლისში უკრაინის წინააღმდეგ რუსულ აგრესია პირდაპირ ეთერში გააპროტესტა, შინაპატიმრობიდან გაიქცა.
სამართალდამცველებს ამის შესახებ მისმა ყოფილმა ქმარმა შეატყობინა. როგორც იგორ ოვსიანიკოვმა განაცხადა, მისი ყოფილი მეუღლე 11 წლის ქალიშვილთან ერთად გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა.
ცნობისთვის, აგვისტოში სამართალდამცავმა უწყებებმა მის წინააღმდეგ აღძრეს საქმე „რუსული არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის“.