logo_geo
eng_logo
„რუსეთის ქმედებები საქართველოსა და მოლდოვაში, ყირიმის ანექსია მიუთითებს, რომ მოსკოვი NATO-ს დაშლას ცდილობს“
- +

24 აგვისტო. 2016. 12:16



ამერიკელმა გენერალმა ჯოზეფ დენფორდმა ვაშინგტონში ნაციონალური თავდაცვის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი, ირანი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა  ძალადობრივ ექსტრემიზმთან ერთად მსოფლიოში მთავარ საფრთხეს წარმოადგენენ.



მისი განცხადებით, რუსეთი, სხვადასხვა დემოგრაფიული და ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, ვითარდება, ახორციელებს ბირთვული საწარმოებისა და ფლოტის მოდერნიზებას.


ამას გარდა, ამერიკელმა გენერალმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის ხელისუფლების ქმედებების გამო, კერძოდ, ყირიმის ანექსიის, აღმოსავლეთ უკრაინაში ქმედებების, მოლდოვისა და საქართველოს მისამართით მუქარის გამო, ასევე სირიაში სამხედრო ოპერაციის გამო.



ამერიკელი გენერალი მიიჩნევს, რომ თავისი ქმედებებით მოსკოვი ისტორიაში ყველაზე წარმატებული ალიანსის - NATO-ს დაშლას ცდილობს.



2015 წლის ზაფხულში, ჯოზეფ დენფორდმა რუსეთს აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოებისთვის უმსხვილესი საფრთხე უწოდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner