უკრაინა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ნებისმიერი სახის მოლაპარაკებაზე ოფიციალურად უარს ამბობს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე ხელი მოაწერა შესაბამის განკარგულებას, რომლითაც ძალაში შევიდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს 30 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის მიერ ტერიტორიების ანექსიასთან დაკავშირებით უკრაინის საპასუხო ქმედებებს ეხება.
„უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომის შედეგების გათვალისწინებით და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს წევრების მოსმენის შემდეგ, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ გადაწყვიტა:
1. განაცხადოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების წარმოების შეუძლებლობა“, - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.