logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ჩაჩიბაია: NATO-საქართველოს ურთიერთობა არის მაგალითი მთელს რეგიონში
- +

4 ოქტომბერი. 2022. 15:09

 

 

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გასულ კვირას,  სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას საქართველოში ვიზიტი შეაფასა.

 

„ბატონი კოლომინას ვიზიტი არის დასტური იმისა, რომ NATO მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასევე იგი მხარს უჭერს ალიანსში საქართველოს გაწევრიანების მისწრაფებას. ხავიერ კოლომინასთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო რეგიონის უსაფრთხოების გარემოს, NATO-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციას, რომელიც პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას გულისხმობს და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს განსაკუთრებულ როლს უსვამს ხაზს. NATO-საქართველოს ურთიერთობა არის მაგალითი მთელს რეგიონში და ისეთი მექანიზმები გააჩნია, როგორიცაა: NATO-საქართველოს კომისია, ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, პარტნიორობის მიზნები, დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესი. წარმატებით მიმდინარეობს NATO-საქართველოს არსებითი პაკეტით განსაზღვრული 16 პუნქტის იმპლემენტაციის პროცესი“, - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

 

პარლამენტის წევრმა საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის საქმეში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პირადი კონტრიბუციისა და მხარდაჭერისთვის, ხავიერ კოლომინას მადლობა გადაუხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner