logo_geo
eng_logo
„არმიელთა“ წარმატებული თამაში ქუთაისში
- +

4 ოქტომბერი. 2022. 17:42

 

 

მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, ქუთაისში, „აია არენაზე“, გაიმართა რაგბიში, პირველი ლიგის III ტურის გასვლითი მატჩი თბილისის „არმიასა“ და ქუთაისის „ბაგრატს“ შორის.

 

შეხვედრა დამთავრდა „არმიელთა“ გამარჯვებით, ანგარიშით 38:10.

 

„აია არენაზე“ შეხვედრას ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დირექტორის მრჩეველი ვლადიმერ იმნაძე.

 

ამ ეტაპისთვის, „არმიელები“, სამცხე-ჯავახეთის „ტაოსთან“ და ოზურგეთის „არწივებთან“ ერთად, 14 ქულით, ცხრილში, მოწინავე პოზიციებზე იმყოფებიან.

 

ცნობისთვის, სპორტულ კლუბ „არმიას“ დამფუძნებლის უფლებამოსილებას, 2018 წლიდან ახორციელებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner