logo_geo
eng_logo
ბაიდენმა ზელენსკის განუცხადა, რომ აშშ უკრაინას 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს
- +

5 ოქტომბერი. 2022. 00:25

 

 

სატელეფონო საუბარში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ აშშ უკრაინას 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

 

სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი Himars-ის 4 საარტილერიო სისტემას, ასევე ჰაუბიცებსა და საბრძოლო მასალას მოიცავს.

 

ჯო ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ანექსიას.

 

პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე დაადასტურა აშშ-ის მუდმივი მზადყოფნა, სანქციები დააკისროს ნებისმიერ პირს, ორგანიზაციას ან ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის ანექსიას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner