logo_geo
eng_logo
ზელენსკიმ ბათილად ცნო პუტინის განკარგულებები ყირიმის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ანექსიის შესახებ
- +

5 ოქტომბერი. 2022. 00:30

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებები ყირიმის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ანექსიის შესახებ ბათილად ცნო.

 

უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებაში ნათქვამია, რომ უკრაინის ტერიტორია განუყოფელი და ხელშეუხებელია მის საერთაშორისოდ აღიარებულ სახელმწიფო საზღვრებში და უკრაინის სუვერენიტეტი მის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება.

 

3 ოქტომბერს, რუსეთის პარლამენტმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსია დაამტკიცა. 30 სექტემბერს, კრემლში გამართულ ცერემონიაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას ხელი მოაწერა.

 

უკრაინის რეგიონების ანექსიის გამო, აშშ-მა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. ახალი ეკონომიკური სანქციები ასობით რუს ოფიციალურ პირსა და კომპანიას შეეხება. სანქციები ასევე შეეხება რუსი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner