საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ იტალიაში მიწისძვრის შედეგად მომხდარი მსხვერპლის გამო იტალიელ ხალხს მიუსამძიმრა.
ჯანელიძის განცხადებით, საგარეო უწყება აქტიურ კომუნიკაციაშია იტალიის შესაბამის სამსახურებთან.
მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ ფიქსირდებიან.
„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, კომუნიკაციას. ამოქმედდა ცხელი ხაზის ნომრები, სადაც ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ, საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდნენ. ჩვენ ასევე ვმუშაობთ იმ მიმართულებით, თუ რაიმე ჩვენი მხრიდან შესაძლებელია, გაკეთდეს. დახმარებისთვის მზად ვართ და გავაგრძელებთ მუშაობას იტალიის მთავრობასთან და შესაბამის უწყებებთან", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.