იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ბონი დენის ჯენკინსი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
საქართველოში ამერიკელი დიპლომატის ვიზიტი 5-7 ოქტომბერს შედგება.
ვიზიტის ფარგლებში, ბონი დენის ჯენკინსი ცენტრალურ აზიისა და კავკასიის რეგიონში ბიოუსაფრთხოების ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოვა და კოვიდ-19-თან ბრძოლაში მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრებს.