logo_geo
eng_logo
ვუჩიჩი: ათობით სერბი ბიჭი და გოგონა დაიღუპა ნატოს მიერ დაბომბვის დროს, მაშინ უკრაინას სანქციების დაწესება არ მოუთხოვია
- +

5 ოქტომბერი. 2022. 01:46

 

 

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი უკრაინის ელჩის, ვლადიმერ ტოლჩაკის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ კიევს სულ უფრო უჭირს ბელგრადის არგუმენტების გაგება, თუ რატომ ამბობს იგი უარს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე.

 

მისი თქმით, უკრაინას შეუძლია, რომ ლექციები სხვას წაუკითხოს.

 

„თუ უცხოელი დიპლომატები მიიჩნევენ, რომ დადგა დრო ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა თავხედურად განხორციელდეს, მათ არასწორი მომენტი აირჩიეს. ჩვენ მათ ამის გაკეთების საშუალებას არ მივცემთ. უკრაინას შეუძლია ლექციები სხვას წაუკითხოს.

 

ათობით სერბი ბიჭი და გოგონა დაიღუპა ნატოს მიერ დაბომბვის დროს. მე არ მახსოვს, რომ მაშინ უკრაინას ნატოსთვის სანქციების დაწესება მოეთხოვა“, - განაცხადა ვუჩიჩმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner