logo_geo
eng_logo
გოგა ჩანადირი: ნახეთ, როგორი კარგი ამბავია...
- +

5 ოქტომბერი. 2022. 11:16

 

 

გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში პოსტს და ფოტოებს აქვეყნებს. ფოტოგრაფი წერს, რომ საბურთალოს რაიონში, მოსახლეობამ ავტოფარეხები აიღო და მათ ადგილზე ახლა სკვერია მოწყობილი.

 

„ნახეთ, როგორი კარგი ამბავია - ცინცაძის 46-48 ნომრების ეზოში მცხოვრებლებმა 16-მდე ავტოფარეხი აიღეს და აი, ასეთი ლამაზი სკვერი შესძინეს საკუთარ გარემოს, რომელიც საბურთალოს გამგეობამ გააკეთა.

 

ბავშვები, რომლებსაც წლების წინათ ეზოები წავართვით, დღეს უკვე ამ ადგილას ერთობიან, ისვენებენ. და არა მხოლოდ ბავშვები.

 

საკითხავია, სხვა ეზოების მცხოვრებლები თუ შეელევიან ამ კუსტარულ ავტოფარეხებს და ქალაქსა და საკუთარ გარემოზე იფიქრებენ.

 

დიდი მადლობა საბურთალოს გამგეობასაც და აქ მცხოვრებ ადამიანებსაც“, - წერს გოგა ჩანადირი.

 

https://www.facebook.com/photo?fbid=2981764102123804&set=pcb.2981764395457108

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner