8-9 ოქტომბერს, მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიის საეპისკოპოსო რეზიდენციაში, სალხინოს დადიანის სასახლის ხეივანში, კამერული მუსიკის VIII ფესტივალი „სალხინოს კამერატა“ გაიმართება.
8 ოქტომბერი:
ელისო ბოლქვაძის მასტერკლასი მარტვილის სამუსიკო სკოლაში;
8 ოქტომბერი:
საფორტეპიანო მუსიკა - ელისო ბოლქვაძე;
ქართული დუეტები - ნეკა სებისკვერაძე და დავით ნოზაძე. კონცერტმაისტერი ნინო გულიაშვილი, მოდერატორი - ნიკოლოზ წულუკიძე;
9 ოქტომბერი:
საგუნდო მუსიკა - ბათუმის რევაზ ლაღიძის გოგონათა გუნდი, თსუ-ს სტუდენტური კაპელა, რუსთავის ახალგაზრდული გუნდი „თუთარჩელა“.
მხარდამჭერები: მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია და ჭყონდიდის ეპარქია.
ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი - შიო აბრახამია.
ბილეთების შესაძენად იხილეთ ბმული: biletebi.ge და tkt.ge
https://www.facebook.com/salkhinocamerata/posts/586194976625484