logo_geo
eng_logo
თბილისის მერმა პედაგოგებს მასწავლებელთა საერთაშორისო დღე მიულოცა
- +

5 ოქტომბერი. 2022. 12:23

 

 

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პედაგოგებს მასწავლებელთა საერთაშორისო დღე მიულოცა და თავიანთ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

 

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სწორედ პედაგოგებზეა დამოკიდებული მომავალი თაობის ცოდნა და განათლება.

 

„მინდა, მასწავლებელთა საერთაშორისო დღე მივულოცო ჩვენს პედაგოგებს, ადამიანებს, რომელთა მხრებზეც დგას ჩვენი მომავალი თაობის ცოდნა და განათლება. ზუსტად თქვენზეა დამოკიდებული ჩვენი ხვალინდელი დღე. მინდა გისურვოთ, რომ გაგმართლებოდეთ იმედები და ის შრომა, რომელსაც თითოეული ბავშვის აღზრდაში დებთ. მინდა, წარმატებები გისურვოთ ყველას“, - მიმართა კახა კალაძემ პედაგოგებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner