იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 21-ს მიაღწია. უცნობია, რამდენი ადამიანია ნანგრევებში მოყოლილი. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.
ყველაზე მეტად სტიქიამ ქალაქი ამატრიჩე დააზარალა.
მერის სერჯიო პეროცის განცხადებით, ქალაქის ნახევარი ნანგრევად არის ქცეული.
ამჟამად მთავრობა უსახლკაროდ დარჩენილთათვის დროებითი თავშესაფრის ორგანიზებაზე მუშაობს.
იტალიური მედიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზარალებულებს განსათავსებლად უკვე გადასცეს 650 ბინა.
მიწიძვრის ეპიცენტრი ცენტრალურ იტალიაში, ქალაქ პერუჯას მახლობლად მდებარეობდა. ბიძგების სიმძლავრემ 6,2 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 03:30 საათზე მოხდა.
მიწისძვრის გამო იტალიის პრეზიდენტმა სიცილიაში ვიზიტი სასწრაფოდ შეწყვიტა და რომში დაბრუნდა.