logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე „MKD“-ის განცხადებაზე: რა საჭირო იყო თბილისში ჩამოსვლა, თუ ბანკი მზად იყო ფულის დასაბრუნებლად?! ე.ი. პოლიტიკური პირობა ჰქონდა
- +

5 ოქტომბერი. 2022. 14:14

 

 

„საკმაოდ ინფორმაციული და ვრცელი წერილია, სადაც დეტალურადაა აღწერილი სასამართლო დავის მიმდინარეობა და საქმის გარშემო არსებული ვითარება. საბოლოოდ ბიძინა ივანიშვილმა დავა უპირობოდ მოუგო შვეიცარიულ ბანკს და მისი ზიანის ანაზღაურება, სასამართლო ყველა ინსტანციის გავლის შემდეგ, სრულად მოხდება“, - წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე „MKD“-ის მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზის შესახებ.

 

როგორც ანალიტიკოსი წერს, აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ასეთი მასშტაბის სკანდალური საქმის გაშუქება არ მომხდარა მასმედიითა და სხვა საშუალებებით, რაც გონივრულ ეჭვს იწვევს, რომ საქმე გასცდა იურიდიულ კონტექსტს. მისივე თქმით ეს დეტალები ცალსახად პროცესის პოლიტიკურ კონტექსტზე მიუთითებს და აშკარად იკვეთება გარკვეული ჯგუფების გავლენის მოპოვების მცდელობა ბიძინა ივანიშვილზე.

 

„საკმაოდ ინფორმაციული და ვრცელი წერილია, სადაც დეტალურადაა აღწერილი სასამართლო დავის მიმდინარეობა და საქმის გარშემო არსებული ვითარება. საბოლოოდ ბიძინა ივანიშვილმა დავა უპირობოდ მოუგო შვეიცარიულ ბანკს და მისი ზიანის ანაზღაურება, სასამართლო ყველა ინსტანციის გავლის შემდეგ, სრულად მოხდება... თუმცა, იურიდიულ ნიუანსების გარდა მნიშვნელოვანია დეტალები, რომელიც აუცილებლადაა აღსანიშნავი და ხაზგასასმელი:

 

  1. შვეიცარიული ბანკის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის მიმართ არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება იწყება 2008-2010 წლებიდან და გრძელდება ბანკის მენეჯმენტის მხრიდან არათანმიმდევრული, მიზანმიმართული დამაზიანებელი პროცესი, რაც გამოიხატება პროცესის და აღსრულების გაჭიანურების მცდელობით...

 

  1. სასამართლოთი დამტკიცდა ბანკის მენეჯმენტის მხრიდან არაკეთილსინდისიერი მოქმედება. აღსანიშნავია ის ფაქტი, როდესაც ბანკის ერთ-ერთი ხელმძღვანელი საქართველოშიც კი მოდიოდა საკითხის გადასაჭრელად და ბოდიშის მოხდასაც აპირებდა შექმნილი ვითარების გამო, თუმცა ძალიან მალე პოზიციები შეიცვალა და ბანკის ძველი ხელმძღვანელების არაკეთილსინდისიერი ხაზი გააგრძელა. აქვე ერთი კითხვა - რა საჭირო იყო თბილისში ჩამოსვლა, თუ ბანკი მზად იყო ფულის დასაბრუნებლად?! ე. ი. პოლიტიკური პირობა ჰქონდა...

 

  1. ბანკის ის ერთადერთი თანამშრომელი, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 5 წლიანი(საკმაოდ მცირეა ფინანსური დანაშაულისათვის.) პატიმრობა მიუსაჯა, დროზე ადრე გათავისუფლდა და გარკვეული პერიოდის მერე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა...

 

  1. ასეთი მასშტაბის სკანდალური საქმის გაშუქება არ მომხდარა მასმედიითა და სხვა საშუალებებით, რაც გონივრულ ეჭვებს იწვევდა და იწვევს, რომ საქმე გასცდა იურიდიულ კონტექსტს... ეს მცირე ჩამონათვალია იმ დეტალებისა, რაც ცალსახად პროცესის პოლიტიკურ კონტექსტზე მიუთითებს და აშკარად იკვეთება გარკვეული ჯგუფების გავლენის მოპოვების მცდელობა ბიძინა ივანიშვილზე... ერთიც, ჩვენი „საამაყო კრიტ-მედია“ არც კი იმჩნევს ამ ამბავს და ისევ „ფეიკ-ნიუსებით“ საზრდოობს“, - წერს ქადაგიძე ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner