logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: საქართველოს ეკონომიკის სწრაფი აღდგენის მიზნით, მთავრობამ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით კოლოსალური სამუშაო შეასრულა
- +

5 ოქტომბერი. 2022. 15:32

 

 

„დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკურ მიმოხილვას ეხმაურება.

 

მისი თქმით, მსოფლიოში არსებული მდგომარეობის და გამოწვევების ფონზე, საქართველოს შედეგი გამორჩეულია

 

„მსოფლიო ბანკმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული საქართველოს ეკონომიკური ზრდის 8.8%-იან მაჩვენებელი აქვს, რომელიც მოცემული მომენტისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მთლიანად ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. ეკონომიკურ ზრდას, რა თქმა აქვს ობიექტური მიზეზები. მიზეზთა შორის უპირატესი მთავრობის სწორი, მშვიდობის პოლიტიკაა, რომელმაც ბიზნესს სტაბილური განვითარების შესაძლებლობა მისცა. საქართველოს ეკონომიკის სწრაფი აღდგენის მიზნით, მთავრობამ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით კოლოსალური სამუშაო შეასრულა. შედეგად საქართველო რეკორდულად მოკლე დროში არათუ პანდემიამდელ მაჩვენებელს დაუბრუნდა, არამედ გააუმჯობესა შედეგი, რომელიც ჩვენს ქვეყანას 2019 წელს ჰქონდა. მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ 2023წელს საქართველოში ინფლაციის და ფასების დონის შემცირება დაიწყება, რაც ძირითადად მსოფლიოში მიმდინარე პროცესებით არის გამოწვეული.

 

მსოფლიოში არსებული მდგომარეობის და გამოწვევების ფონზე, საქართველოს შედეგი გამორჩეულია, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც რეგიონში, ასევე, ევროპასა და მსოფლიოში ქვეყნები ეკონომიკურ სტაგნაციას განიცდიან, რაც პანდემიით და ომით არის გამოწვეული, საქართველოს ყველა მეზობელი საომარ მდგომარეობაშია, ჩვენი ქვეყანა კი სწორი მიმართულებით ვითარდება, რაც მოზომილი, შედეგზე გათვლილი პოლიტიკის გატარების შედეგია“, - ამბობს ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner