logo_geo
eng_logo
მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით აჭარაში 70 პედაგოგი დააჯილდოვეს
- +

5 ოქტომბერი. 2022. 17:27

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მთავრობის მეთაურმა დამსწრე საზოგადოებას პედაგოგთა დღე მიულოცა და ღვაწლმოსილ პედაგოგებს წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.

 

აღნიშნულ ღონისძიებას 70 მასწავლებელი დაესწრო. დაჯილდოვდნენ პედაგოგები, რომლებსაც ჰქონდათ სასკოლო თუ არაფორმალური განათლების ღონისძიებებში ჩართულობის დიდი გამოცდილება და განსაკუთრებული წვლილი. მასწავლებლებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან ფასიანი საჩუქრებიც გადაეცათ.

 

აჭარაში სწრაფი ტემპით მიმდინარეობს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და განახლება, როგორც საშუალო სკოლების, ისე უმაღლესი საგანმანათლებლო თუ პროფესიული სასწავლებლების მიმართულებით. მხოლოდ წლევანდელ სასწავლო წელს 4 ახალი სკოლა შეემატა აჭარას და 11 000 მოსწავლემ განახლებულ გარემოში დაიწყო ახალი სასწავლო წელი. მიმდინარეობს 40 სკოლის რეაბილიტაცია და ახალი სკოლების მშენებლობა ყველა მუნიციპალიტეტში.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო მაია ხაჯიშვილი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე,  ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, რესურსცენტრის ხელმძღვანელები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner