logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე: საქართველოს ყველაზე დიდი პრობლემა ოკუპაციაა
- +

24 აგვისტო. 2016. 13:20



საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სოფელ სობისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ყველაზე დიდი პრობლემა ოკუპაციაა, გაყოფილი ოჯახები, გაყოფილი საზოგადოება, რომელსაც ჰყოფს საოკუპაციო ხაზი და შეიარაღებული ხალხი, ოკუპანტები.



ასეთი პრობლემებია სხვა საზღვრისპირა სოფლებშიც - საქართველოს ძალიან დიდი პრობლემა აქვს დღეს, ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის ოკუპაცია, გაყოფილი ოჯახები, გაყოფილი საზოგადოება, რომელსაც ჰყოფს საოკუპაციო ხაზი და შეიარაღებული ხალხი, ოკუპანტები, რომლებიც ასეთ ქმედებას ახორციელებენ. იმისათვის, რომ ასეთი საკითხი მოვაგვაროთ, ჩვენ ამისათვის შესაბამისი ფორმატები გვაქვს, ვგულისხმობ კონკრეტულ ფაქტებს, რომელზეც რეაგირება არის საჭირო", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.



მინისტრის თქმით, შექმნილია შესაბამისი მექანიზმი - ინციდენტებზე რეაგირების მექანიზმი.



ჩვენ აუცილებელად გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რომ აღნიშნული საკითხები იქნეს განხილული. შესაბამისი სტრუქტურები გაერკვევიან კონკრეტულ შემთხვევებში და განვსაზღვრავთ, რა ნაბიჯები არის გადასადგმელი ამ კონკრეტული მიმართულებით", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.



სოფელ სობისის ერთ-ერთი მკვიდრის, შალვა ჩილინდრიშვილის მიერ დათესილი ქერის მოსავალი ოსმა სამხედროებმა აიღეს. ჩილინდრიშვილის განცხადებით, ოსმა ძალოვნებმა  დაახლოებით 6 ჰქეტარზე დათესილი მოსავალი მიიტაცეს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner