logo_geo
eng_logo
ფილიპ რიკერი: ჟენევის მოლაპარაკებებზე როგორც ყოველთვის დავაფიქსირეთ უცვლელი და განგრძობადი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ
- +

6 ოქტომბერი. 2022. 00:28

 

 

„სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა მთხოვა გავმხდარიყავი სამხრეთ კავკასიის საკითხებში უფროსი მრჩეველი. ეს სტატუსი გულისხმობს ჟენევის მოლაპარაკებებზე ამერიკული დელეგაციის ხელმძღვანელობას, სადაც როგორც ყოველთვის დავაფიქსირეთ უცვლელი და განგრძობადი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსმა მრჩეველმა კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში და აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ფილიპ რიკერმა.

 

„ჩვენ შეშფოთებული ვართ იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა საკითხებით. ვაგრძელებთ მუშაობას. დავბრუნდები ვაშინგტონში და ანგარიშს ჩავაბარებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანს“, - აღნიშნა რიკერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner