უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქის ბერისლავსკის რაიონში 3 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.
„მხოლოდ დღე-ღამის განმავლობაში, ხერსონის ოლქში ფსევდორეფერენდუმისგან გათავისუფლდა ისეთი დასახლებები, როგორიცაა ნოვოვოსკრესენსკოე, ნოვოგრიგორიევკა და პეტროპავლოვკა. [უკრაინის შეიარაღებული ძალების] მოძრაობა გრძელდება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.