logo_geo
eng_logo
„დევნილებს, რომელთაც საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცათ და ამხანაგობები შექმნეს, საერთო სარგებლობის ფართებიც დაუკანონდებათ“
- +

24 აგვისტო. 2016. 13:41



დევნილებს, რომელთაც საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცათ და ამხანაგობები შექმნეს, საერთო სარგებლობის ფართებიც დაუკანონდებათ.


ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ამას ითვალისწინებს ახალი პროექტი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მომზადდა.



ეს არის პროექტი, რომელზეც ძალიან დიდი ხანია, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ. პროექტი ითვალისწინებს, რომ დევნილებს, რომელთაც საცხოვრებელი ფართები დაუკანონდათ და რომლებმაც შექმნეს ამხანაგობა, ასევე საკუთრებაში გადაეცეთ (უკვე ამხანაგობებს) საერთო სარგებლობის ფართები, როგორიცაა სხვენები, სარდაფები, დერეფნები, ეზოები და .. ამაზე უზარმაზარი ერთობლივი მუშაობა არის ჩატარებული და მიმდინარეობს აზომვები. მთლიანობაში ეს სამუშაო ჩატარებულია და დღესაც გრძელდება 700-ზე მეტ ობიექტზე და დაახლოებით 23 000 ოჯახი მიიღებს საერთო სარგებლობის ფართებს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner