უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა რუკა გამოაქვეყნა, სადაც ნათლად ჩანს თუ როგორ ათავისუფლებენ უკრაინული ძალები უკრაინის ტერიტორიებს დამპყრობლებისგან.
„სანამ რუსეთის პარლამენტი თვრება ანექსიის ამაო მცდელობებით, ჩვენი ჯარისკაცები წინ მიიწევენ“, - აცხადებს რეზნიკოვი.
მისივე თქმით, „ეს არის საუკეთესო პასუხი ყველა სახის „რეფერენდუმზე“, „განკარგულებაზე“, „შეთანხმებასა“ და პათეტიკაზე.