„დღეს კითხვაზე - როგორ აყალბებენ IRI და NDI კვლევებს, პასუხი იქნებოდა - აშშ-ის ელჩს ჰკითხეთ“, - ამის შესახებ კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ტვიტერზე“ წერს.
„მახსოვს, საბჭოთა კავშირში გამოვიდა ფილმი - „როგორ მოვიპაროთ მილიონი?“ თბილისში აფიშას მიაწერეს: ჩურკინს ჰკითხეთ! ჩურკინი საქართველოს სსრ ცკ-ს მეორე მდივანი იყო, ანუ „ნამესტნიკი“. დღეს კითხვაზე: - როგორ აყალბებენ IRI და NDI კვლევებს? პასუხი იქნებოდა - აშშ-ს ელჩს ჰკითხეთ“, - წერს ხაინდრავა.