logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ამას წინებზე მარჯვენა ეუბნება მარცხენას, საქართველოს მომდევნო პრეზიდენტი შენ უნდა იყოო...
- +

6 ოქტომბერი. 2022. 13:01

 

 

„ღმერთო, მომეცი ძალა, დამაწერინე სახელმძღვანელო სტუდენტებისთვის სათაურით: „ანტიჟურნალისტიკის საფუძვლები“, - ამის შესახებ ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„მარცხნივ როა, რაღაცას ყვება, ბოდავს, დორბლი ჩამოსდის, თან იცინის - ჰგონია, ძაან მაგარ რამეს ამბობს.

 

მარჯვნივ რო ზის, მარტო მაგას ეცინება, არაფერი ესმის, მაგრამ მაინც იცინის. გადაცემის წინ „ჯანგომ“ დაარიგა, მაგასთან ხშირად გაიცინე, ფინანსურად გვიჭირს, შეიძლება კეზერაშვილთან გვიშუამდგომლოს და პატარა ხეირი ჩვენცა ვნახოთო. ჰოდა, ესეც იცინის, ყინულზე წაქცეული ჩუტრუკივით დაუკრეჭნია კბილები.

 

ამას წინებზე მარჯვენა ეუბნება მარცხენას, საქართველოს მომდევნო პრეზიდენტი შენ უნდა იყოო, საამისოდ ყველა მონაცემი გაქვს, ჭკვიანიც ხარ და განათლებულიცო. მოკლედ, ველოდები შენს ტრიუმფსო.

 

მარცხენა კი შეიშმუშნასავით თავიდან, მაგრამ მერე, როგორც ჩანს, ჭკუაში დაუჯდა, გამხიარულდა, თავი მომავალ პრეზიდენტად წარმოიდგინა.

 

ავი ენები ამბობენ, აქუს სტუდიაში პრჟევალსკის დროინდელი პროჟექტორები გადაეწვა და ლამპით ანათებსო. აშკარად ეგრეა, გამოსახულებასაც ეტყობა.

 

ესა, მომავალი პრეზიდენტი ჰპირდება, თანამდებობაზე რო ავალ, პროჟექტორებს გიყიდიო. ამასაც უხარია და იცინის.

 

ღმერთო, მომეცი ძალა, დამაწერინე სახელმძღვანელო სტუდენტებისთვის სათაურით: „ანტიჟურნალისტიკის საფუძვლები“.

 

სათაური პირობითია, შეიძლება უკეთესი მოვიფიქრო. მომავალმა ჟურნალისტებმა უნდა იცოდნენ, რა უბედური დღეები გამოიარა ამ დარგმა!“ - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner