logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე: რუსეთის მიერ კავკასიის რეგიონში სამხედრო სწავლების ჩატარება ხელს არ უწყობს მშვიდობას
- +

24 აგვისტო. 2016. 13:42



საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძრუსეთის მიერ  კავკასიაში, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მასშტაბური სამხედრო წვრთნების საკითხს გამოეხმაურა.



მისი თქმით, რუსეთის მიერ კავკასიის რეგიონში მასშტაბური სამხედრო სწავლების ჩატარება ხელს არ უწყობს რეგიონში მშვიდობას და უსაფრთხოებას.



ჩვენ რეგულარულად ვაწვდით ინფორმაციას ჩვენს ყველა პარტნიორს და შესაბამის ორგანიზაციებ. ასევე, ვაფრთხილებთ იმ საფრთხეების შესახებ, რომელიც ასეთი ტიპის ქმედებებს ახლავს. რა თქმა უნდა, ამ პროცესებს ვაკვირდებით. ნებისმიერი ასეთი ტიპის აქტივობა არ უწყობს ხელს უსაფრთხოებას და მშვიდობას რეგიონში.

 

ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავაგრძელოთ მშვიდობიანი გზებით კონფლიქტის დარეგულირების პროცესი, შევინარჩუნოთ სტაბილურობა და საერთაშორისო ფორმატებში შევძლოთ კონფლიქტის დარეგულირება", -განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner