logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: კელი დეგნანი ოპოზიციის მოთხოვნის ირიბი მხარდაჭერა გახდა
- +

6 ოქტომბერი. 2022. 15:12

 

 

„საქართველო აქტიურად მუშაობს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად, რეკომენდაციებს შორის ერთ-ერთი ე.წ. დეოლიგარქიზაციაა. საინტერესოა, რომ რეკომენდაციების კუთხით სამივე ქვეყანას ერთნაირი მოთხოვნები აქვს (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა). რაც შეეხება კონკრეტულად დეოლიგარქიზაციის კანონს, მსოფლიოში უკრაინა არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც აღნიშნული კანონი მიიღო/მოქმედებს, შესაბამისად დეოლიგარქიზაციის უკრაინული მოდელი სხვა სახელმწიფოებისთვის ერთგვარი სახელმძღვანელო დოკუმენტია“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, ოპოზიციის მთავარი მოწოდებაა, ქვეყანამ მიიღოს კანონი, რომელიც კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილს დაასანქცირებს.

 

„საქართველო პირნათლად ასრულებს რეკომენდაციას და უკრაინული მოდელის საქართველოში გადმოტანას და კანონის სახის მიცემას ცდილობს. ოპოზიციას არ აინტერესებს რეალური სურათის დანახვა, მათი მთავარი მოწოდებაა, რომ მივიღოთ კანონი, რომელიც კონკრეტულ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს დაასანქცირებს, უკრაინული მოდელი კი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის (რაც სრული სიმართლეა). გუშინ ჩვენ აშშ-ის ელჩის განცხადება მოვისმინეთ, კელი დეგნანი ოპოზიციის მოთხოვნის ირიბი მხარდაჭერა გახდა, რომელმაც განაცხადა, „არ ვფიქრობ, რომ რაიმეს აღება თქვენი ქვეყნის სპეციფიკის გათვალისწინების გარეშე კარგად იმუშავებს“. დეგნანს მხოლოდ ახლა გაახსენდა ქვეყნის სპეციფიკა და სუვერენიტეტი, წარსულში კი იყო საკითხები/კანონები, როდესაც ევროპა და ამერიკა მათ პირდაპირ მიღებას (კოპირებას) გვთხოვდა. სამწუხაროდ მათ არ ახსოვდათ ქვეყნის სპეციფიკა და ქართველი ხალხის ნება. საინტერესოა, რა შეიცვალა ქალბატონ ელჩში? როდის შემდეგ გახდა მისთვის მნიშვნელოვანი ქვეყნის სპეციფიკა? კელი დეგნანმა ნიღაბი ჩამოიხსნა და ორმაგი სტანდარტის კლასიკურ მაგალითი გვაჩვენა. ქალბატონო ელჩო, ქართველი ხალხი წლებია ითხოვს, რომ როდესაც რაიმე ახალი შემოგვაქვს საქართველოში, გათვალისწინებული იყოს ქვეყნის სპეციფიკა და ქართველი ხალხის პოზიცია, რომელიც თქვენგან მუდამ უარყოფილი იყო“, - წერს ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner