logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: მათი ერთ-ერთი ტელევიზია, „ტვ პირველი“, ხარჯავს 8 მლნ ლარს, წარმოიდგინეთ, თვეში ტელევიზიას 650 000 ლარად ამუშავებენ
- +

6 ოქტომბერი. 2022. 15:34

 

 

„ნაცმოძრაობაში“ არის დიდი განხეთქილება, შემდეგ უკვე ფეიკებით ცდილობენ ამ ყველაფრის გადაფარვას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, დაპირისპირების გადაფარვას ცდილობენ ფეიკებით და ამის მაგალითია ტელეკომპანია „პირველის“ ხარჯების გამოქვეყნებაც.

 

მდინარაძის თქმით, თუ ტელევიზია ხარჯავს 8 მლნ ლარს, გამოდის, რომ ტელევიზიას თვეში 650 000 ლარად ამუშავებენ. მისივე თქმით, ამის მიხედვით, თანამშრომლების საშუალო ხელფასი 400 ლარი უნდა იყოს.

 

მდინარაძის შეფასებით, ფულთან დაკავშირებით დისკუსიებში არიან შესულები, რომ მათ რიგებში არსებული ოლიგარქების თემა ფეიკებით გადაფარონ.

 

„ნაცმოძრაობაში“ არის დიდი განხეთქილება. შემდეგ, უკვე ფეიკებით ცდილობენ ამ ყველაფრის გადაფარვას. მაგალითად, ორი დღის წინ, სადღაც სოციალურ ქსელში შემხვდა, რომ მათი ერთ-ერთი ტელევიზია, „ტვ პირველი“, ხარჯავს 8 მლნ ლარს. წარმოიდგინეთ, თვეში ტელევიზიას 650,000 ლარად ამუშავებენ. დაახლოებით, თითო ადამიანის საშუალო ხელფასი ალბათ უნდა იყოს - 400 ლარი. ნახევარს და ორმესამედს ხომ ვერ დახარჯავენ ხელფასებში. აი, ასეთი ფეიკებით ცდილობენ გადაფარვას. სხვა ტელევიზიაზე ამბობენ, რომ დახარჯა ამდენი, ათეულობით მილიონი ლარი. ფულთან დაკავშირებით დისკუსიებში არიან შესულები, რომ მათ რიგებში არსებული ოლიგარქების თემა გადაფარონ ფეიკებით. რეალურად, რომელი ოლიგარქის ფულს რომელი განკარგავს და რომელი რამდენს ჩაიდებს შემდეგ ჯიბეში, ამაზე არიან გადასულები. რეალურად, „ნაცმოძრაობა“, როგორც პარტია აღარ არსებობს, განადგურებულია და არსებობს შიდა კლანები, რომლებიც ჩხუბობენ, თუ რომელი დახარჯავს მეტ ფულს საკუთარი კეთილდღეობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner