logo_geo
eng_logo
ISW: პუტინი, სავარაუდოდ, გეგმავს უკრაინაში რუსული არმიის წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა სერგეი შოიგუს დააკისროს
- +

6 ოქტომბერი. 2022. 16:34

 

 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, სავარაუდოდ, გეგმავს რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს დააკისროს პასუხისმგებლობა რუსული არმიის წარუმატებლობაზე უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომში. ამის შესახებ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) წერს.

 

ISW მიიჩნევს, რომ ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის ბოლო განცხადებას გენერალ-პოლკოვნიკის წოდების მინიჭების შესახებ, თუ ეს სიმართლეა, შეიძლება მრავალი მიზეზი ჰქონდეს. სავარაუდოა, რომ პუტინმა კადიროვის წოდება აამაღლა, რათა შეინარჩუნოს ლოიალობა და დისტანცირება მოახდინოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელთან, სერგეი შოიგუსთან, უკრაინაში რუსული ჯარების წარუმატებლობის ფონზე.

 

„5 ოქტომბრის განკარგულებით, პუტინმა გადადო მობილიზაცია ყველა სტუდენტისთვის. პუტინმა რუსულ მედიას განუცხადა, რომ რადგან „თავდაცვის სამინისტრომ დროულად არ შეიტანა ცვლილებები საკანონმდებლო ბაზაში, არამობილიზებულთა სიის შესწორება უნდა მოხდეს“, - წერს ISW.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner