იტალიის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა, მაშველები 150 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.
ამჟამად სტიქიით დაზარალებულ რაიონებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. იტალიის ხელისუფლების ცნობით, ოპერაციაში სამხედროები ჩაერთნენ.
როგორც დასავლური მედია იტყობინება, 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრამ ყველაზე მეტად ქვეყნის ცენტრალური ნაწილი დააზარალა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, იტალიის ქალაქ ამატრიჩეს თითქმის ნახევარი ნანგრევებად იქცა.
მიწისძვრის ეპიცენტრი რომიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.